კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში გაქირავების ფასმა ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ით, ხოლო სექტემბრის თვესთან შედარებით 24.9%-ით მოიმატა და 1 კვ.მ-ზე 11.2$ შეადგინა.
უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, ზღვისპირა ქალაქში მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 50%-იანი, ეკონომ სეგმენტში კი 37%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც შეეხება პრემიუმ ტიპის ბინებს, მათი ტრანზაქციები 15%-ით გაიზარდა.