„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში“ - აცხადებენ პროკურატურაში.
ადვოკატის ინფორმაციით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას და რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.