ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა.