„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა“ – დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 66 ადამიანი
ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა.
