„პუტინის საშობაო ზავი ხაფანგია, რუსები ეკლესიებში ტერაქტებს ამზადებენ“ – უკრაინის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს მოუწოდებს, საშობაო წირვაზე დასწრებისგან თავი შეიკავონ
„ხერსონში სახანძრო სადგურს თავს დაესხნენ. ეს არის რუსული „ზავის“ არსი - ზურგში დარტყმა და დუმილის იმიტაცია. არასოდეს მიიღოთ სერიოზულად რუსეთის სიტყვები, ეს ყოველთვის პრიმიტიული ცინიკური მოტყუებაა“ - წერს მიხაილო პოდოლიაკი.
