პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა, თუმცა ორმა ცესკო-ს თავმჯდომარეს არ მომართა, ამდენად, რიგითი ნომერი მხოლოდ ხუთ გაერთიანებას შეუნარჩუნდა.