პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.
პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.