გიორგი ბოჭორიშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სალომეს ალმაცერად უყურებს.
„ჩემი ცოლის დაქალების“ ქეთისა და ზაზას ოჯახურ ცხოვრებაში ექიმის შემოჭრამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ახალი სერიის ანონსში ექიმი და ქეთი საწოლში ერთად წვანან, რამაც კომენტარების წვიმა გამოიწვია „ჩცდ“-ს „ფეისბუქის“ გვერდზე.
„ჩემი ცოლის დაქალების“ გარშემო დიდი ვნებათაღელვა სუფევს. სერიალის მორიგი სეზონის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, უღალატებს თუ არა ქეთი თავის ქმარს, ზაზას. ზაზას პერსონაჟიდან გამომდინარე, როგორც მაყურებელი ფიქრობს, ქეთის ეს ღალატი ძვირად დაუჯდება.