„ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ კიდევ ერთხელ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ გრიპის ვირუსებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 კვირაა განსაკუთრებით მატულობს A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობა.