"საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას. პრეზიდენტმა ბაიდენმა ისაუბრა შეერთებული შტატებისა და პარტნიორების შეხედულებებზე ამ კრიზისის შესახებ" - აცხადებენ თეთრ სახლში.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს, კომენტარი გაეკეთებინათ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამხედრო დახმარების შესახებ რუსეთის თხოვნას ჩინეთმა დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია ჩინეთის რუსეთთან კავშირების შესახებ“.