LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ჩორჩანა

ჩორჩანა

ტატა ხვედელიანი: „იგორ კოჩიევის განცხადება სოფელ ჩორჩანას მიმართ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობას ადასტურებს, ქართული მხარე კი აღნიშნულ ფაქტს მალავს“

„გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეროვნული ინტერესების ღალატს, ამაზე კი აუცილებლად მოუწევს ყველა დამნაშავეს პასუხისგება“ - ამბობს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი.

ბერდია სიჭინავა: ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

„კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას, მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20-წლიანი საქმით კი „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ :„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა – პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

„ამ ხელისუფლების პერიოდში ორი საგუშაგო იქნა დადგმული, მაგრამ ეს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან იყო შეთანხმებული და მას შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა“ – სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ალექსანდრე ტაბატაძეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს, რატომ გაახსენდათ ეს საკითხი ახლა და ხომ არ არის მოტივირებული, რაზეც ტაბატაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით თავის დროზეც ჰქონდათ რეაქცია.