მისი განცხადებით, „ტრაგიკულია, რომ გვყავს რეჟიმი, რომელმაც ამის საწინააღმდეგოდ იმუშავა“, ამიტომ ბოკერია მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი, ნატოს წევრობა, ამ რეჟიმის პირობებში, მისი შეცვლის გარეშე შეუძლებელია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება, რადგან ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, რუსეთია.