მისივე განცხადებით, "ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით შეჭრა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების დროს, ამ ადამიანებს პოლიტიკასთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები აგულიანებდნენ".
„მოვითხოვთ, ეკლესიაში აღდგეს საეკლესიო სამართალი. წაყენებული ბრალდება იქნეს გამოკვლეული. სასულიერო პირებზე ამდენ მითქმა-მოთქმას ბოლოს და ბოლოს დაესვას წერტილი, სანამ არ დაბრკოლებულა მთლიანად მრევლი და ბოლომდე არ დაცემულა საპატრიარქოს ავტორიტეტი,"