ფორუმის მიზანს ციფრული ხელმისაწვდომობის საკითხზე ცნობიერების ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ციფრული ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად მომავალი თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება წარმოადგენს.
სამიტი მიზნად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში აქტუალური საკითხების განხილვას, გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას ისახავს.