მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ კოვიდსტატისტიკის ზრდის გამო და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, რაც ბაღებსა და სკოლებში კოვიდით ინფიცირების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.
„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, თბილისის საჯარო ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ.“