ქართველი მილიარდერის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ.
„ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა, მოცემულ საქმეში, ეწინააღმდეგება შვეიცარიის სასამართლო პრაქტიკას და, თუ სასამართლოს მოუწევს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა, წარმატების შანსი, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს მსვლელობა ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ნაწილშიც, არის საკმაოდ მაღალი“.
„ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას“.