ინოვაციური სამოსის წყალობით სმენადაქვეითებულები მუსიკის მოსმენას შეძლებენ 25 ოქტომბერი, 2019 სტარტაპის Cute Circuit-ის ორიგინალური სამოსი, რომელიც სმენადაქვეითებულებს მუსიკის მოსმენაში დაეხმარება, ერთი შეხედვით სპორტულ ქურთუკს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში, მეტად პრაქტიკული კოსტუმია, რომელიც ვიბრაციად აქცევს კლასიკურ მუსიკას.