„არანაირი სამოქალაქო თავშესაფარი არ არსებობს. აბსოლუტურად მოშლილია თავდაცვის სისტემა, მარტო ჯარი გვყავს და რის იმედად ვართ და არხეინად ვართ? ამას არანაირად არ დავუჭერ მხარს“ - განაცხადა ელისაშვილმა.
„თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.