"მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ, მიღებული იქნა ბევრი გადაზღვევის მექანიზმები, მაგრამ იმუნიზაციის გარეშე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით" - იმნაძე.
იმნაძის თქმით, ინფიცირებულიც რომ იყოს ადამიანი და ამის შესახებ არ იცოდეს, პირიქით, თუ აიცრება, ვაქცინაცია ინფიცირებულსაც კი უშველის და დაავადება უფრო მსუბუქად წავა.
"ინდოეთშიც კი, ამ შტამის გარდა, ბრიტანული შტამიც პრევალირებს, ამიტომ ეს შტამები, რაღაც დროს, ყველა ქვეყანაში გაჩნდება, ამიტომ ახლა, ამის გამო "ბუას" ნუ გავაკეთებთ."
"კოვიდპასპორტი არის ის დოკუმენტი, სადაც ელექტრონულ ან ქაღალდის მატარებელზე თქვენი აცრის სტატუსი აღინუსხება, გაქვთ თუ არა ბოლო 72 საათში PSR ტესტი ან სწრაფი ტესტი გაკეთებული და მისი პასუხი."