სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
ქვეყანაში "ტამიფლუს" 13 000 სამკურნალო დოზა ჩამოვიდა, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის "ტამიფლუს" ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.
გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, მაგრამ გაზრდილია ჰოსპიტლებში მიმართვიანობა.
ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე 450 000 - 500 000 შემთხვევაა, ამ დროისთვის კი საქართველოში 254 000 ფაქტი ფიქსირდება.
იმნაძე გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს