„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ო.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს“ - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა - არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი” - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს” - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.