ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის „Facebook“-ის გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება "მარიხუანა" ამოიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეებს ამერიკასა და კანადაში უკანონო გადასვლაში, საბუთების, მათ შორის ვიზებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.