უკანონო დაკავების დროს ის კლდიდან გადავარდა და დაშავდა. "ფორტუნას" გორის ჰოსპიტალში განუცხადეს, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და აქვს მარტივი ფორმის მრავლობითი დაზიანებები.
რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დღეს დააკავეს.