ოპოზიციის დეპუტატებს, თუ მათ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან, აქვთ საშუალება, კვორუმი შეკრიბონ და თავმჯდომარეც აირჩიონ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერც ერთი სხდომა ვერ ჩატარდა.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა კახა ასკურავამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება გააპროტესტა.