საზოგადოება ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში: თემქის ხევში თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა ნინო გოგილაშვილი 11 თებერვალი, 2021 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა. აშენდება კაფე, მედიათეკა და ბელვედერი. მოეწყობა ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და ურბანული მეურნეობის ზონა.