„როგორი ფარისევლობაა ამ „პოლიტიკის მიღმიერ ადამიანურობაში“, არაგულწრფელობა და ადაპტაციის ნაწრთობი უნარი - ყოველი შემთხვევისთვის, ყველა ბუდეში რომ უნდა ჩაიდოს კვერცხი...“, - წერს ბუღაძე.
მისი განცხადებით, „დათო ტურაშვილი და გიორგი კეკელიძე ორი ის ადამიანია, რომლებიც წლებია, ფეხდაფეხ დადიან ქვეყნის ყველა კუთხეში, რომ სინათლე, სიყვარული, განათლება გაავრცელონ“.
მისი განცხადებით, „ეს ის ხალხია, ვინც თაობებს წიგნების, ისტორიის და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულს უჩენს და უღვივებს! ამიტომ ხელისგულზე უნდა ვატარებდეთ“.
მწერალმა დათო ტურაშვილმა, ბოლო დღეების განმავლობაში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე „ფორმულას“ ეთერში ემოციურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, ამ ყველაფერს მართლა შეეწიროს.