თამრი ბზიავა სოლიდარობას უცხადებს „ახალი თეატრის“ დასს და აღნიშნავს, რომ არც ის და არც მისი დედა, რეჟისორი ქეთი დოლიძე ამ ეტაპზე, ქალაქში არ იმყოფებიან, თუმცა დოიაშვილის მიმართ მხარდაჭერას დისტანციურად გამოხატავენ.
„რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი უახლოესი და უძვირფასესი მეგობრის დათო დოიაშვილის ბიოგრაფია კიდევ უფრო მდიდარი და ისტორიული გახდა, რაც დიდი ხელოვანების ხვედრია! ისიც ვიცი, რომ „ახალი თეატრის” დასის ერთობას და სოლიდარობის ენერგიას ვერავინ მოერევა!“