ირაკლი კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი „გადასამოწმებელია“.
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას ეხება, შეფასებები მოჰყვა, არამხოლოდ სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანებისგან, არამედ ოპოზიციონერი ლიდერებისგან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.