„გეკითხებით ბატონო კუბილიუს, ფოტიგა, ქალბატონო ანა, გამოდით და თქვით, აბა, რომ კეზერაშვილი თურმე მედია დევნილი და პოლიტდევნილია სააკაშვილთან ერთად. ხედავთ რა სამარცხვინოები გახდით?“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ადამიანი, რომელმაც ჯერ ჯარს მოჰპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, ეს ადამიანი დღეს პირდაპირ ჩართული არის ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში“.
„BBC-ს ჟურნალისტები ლონდონში მდებარე კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეში მივიდნენ, მან საკუთარი ადვოკატების მეშვეობით კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა მილტონის ჯგუფთან“ - ვკითხულობთ სტატიაში.