როგორც მანვე აღნიშნა, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით არაერთი გამოძიება წარიმართა, თუმცა დავით კეზერაშვილს კლავ ეძლევა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის განხსნის თაობაზე საუბრისას, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოძიება აქტიურად გრძელდება.
„ევროპულ ღირებულებებზე როდესაც იქნება საუბარი, არ დაგვავიწყდეს, რომ სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ ქართული ჯარისთვის ფულის მოპარვაში დამნაშავედ ცნობილი დავით კეზერაშვილი თავს ევროკავშირს აფარებს“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.