გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური რეპრესიების დაწყებად მიიჩნევს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თელავში, სამხარეო პოლიციის შენობასთან განაცხადა, ის განცხადებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება, მიუთითებს, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართება.
გამოძიება არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა. ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი. ვფიქრობ, ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით, იქნება ეს პოლიციელი თუ აქციის მონაწილე.