ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში სემეკის როლსა და მიზნებზე.