მინისტრმა სოციალური მიმართულებით წლების განმავლობაში არსებულ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ორ ნაწილად იყოფა, რაოდენობრივი და თვისობრივი.
სერგეენკოს თქმით, საკითხი თავისი მასშტაბით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს გამჭირვალე და შედარებით მოკლე ვადებში განხილვას, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.