ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, იმ ადამიანების მაჩვენებელი, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს, 45%-ია. ჰოსპიტალიზებული 640 პაციენტიდან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია.
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.