პარტია „ლელოს“ წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის წამოსაწყებად ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და კოლეგებს მოუწოდა, საკითხის განხილვა გარკვეული ხნით გადაედოთ.