მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ მათ დავანახოთ ის სიკეთეები, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო ლიბერალიზაციას მოაქვს“.
"შემდგომი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ" - აღნიშნა მინისტრმა.
"ჟენევის ფორმატმა თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. შეუძლებელია, დაუსრულებლად ვიყოთ პროცესში მხოლოდ პროცესისათვის. აუცილებელია საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები" - ამბობს ზალკალიანი.
„სხვა ალტერნატივა, გარდა გრძელვადიანი მშვიდობისა, რეგიონში არ არსებობს და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორის უნდა ჰქონდეს საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი“, - განაცხადა ზალკალიანმა.