„მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ წვლილის, რომელიც ჩვენ შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოწვევის ბრძოლის წინაშე“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკანიანის თქმით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ჩვენი ევროპელი და NATO-ელი პარტნიორების მხრიდან, ასევე აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.
მინისტრის თქმით, რიგაში გამართული მინისტერიალზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.
„ურთიერთქმედების ის მტკიცე მექანიზმები, რომლებიც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს, ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან მიიყვანს,“ - თქვა დავით ზალკანიანმა.