მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 793 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება, საიდანაც ძალადობა 171 ფაქტზე დადასტურდა
რაც შეეხება გასულ წლებს, სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით 4131 შეტყობინება შევიდა, 1781 ფაქტზე კი ძალადობა დადასტურდა.
