წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით გელანტიამ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება პაციენტის კლინიკიდან გაწერა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზს უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს.
ადვოკატის ინფორმაციით, კვლევები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დეკანოზი მომდევნო რამდენიმე დღე კლინიკაში დარჩება.