„ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, განცხადებებში ყოველთვის უფრო ფრთხილი ვიქნებით და ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, მათი მხრიდან დამოკიდებულება სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით იყოს შეფასებული”.
NATO-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, „NATO-ს პოლიტიკური დეკლარაცია წარმოადგენს ვაშინგტონის სამიტის უმთავრეს პოლიტიკურ დოკუმენტს, სადაც კონკრეტიკაში არ ჩასულან ალიანსის წევრები.
დოკუმნეტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობა გააღრმაონ და ასევე გააძლიერონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.