„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება, მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული.
როგორც DRI აცხადებს, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.