როგორც ყაზახეთის მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტერორისტული“ საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია.
ვიდეოკონფერენციის ფორმატში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.