LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოლიგარქიზაცია

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები – ლორა თორნტონი

„ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია“< - აცხადებს თორნტონი.

ოხანაშვილი: დეოლოგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ყველა ძირითადი პრინციპი უნდა იყოს გადმოტანილი – ივანიშვილი ამ კანონით ოლიგარქად არ მიიჩნევა

„ეს კანონი ევროკომისიამ მოიწონა უკრაინასთან მიმართებით და არის მოთხოვნა მის იმპლემენტაციაზე, ამიტომ ყოველგვარი სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, სამუშაო ჯგუფმა მიზნად დაისახა ამ კანონის ქართულ შესაბამისობასთან მორგება.“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ტყუილია, რომ დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის კოპირებას ვგეგმავთ: მიხეილ სარჯველაძე

მისივე განცხადებით, უკრაინული კანონის გაცნობის შედეგად, შესაძლოა, რაიმე საყურადღებო იქნეს ნაპოვნი.

„ქართული ოცნება“ უკრაინული მოდელის „გადმოკოპირებას“ ცდილობს, რაც ქართულ რეალობას არ ასახავს – დეოლიგარქიზაციისთვის რეფორმების გატარებაა საჭირო, რაც ევროკავშირის რეკომენდაციებშიც წერია: ანა ბუჩუკური

ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ დაწყებულია „ქართული ოცნების“ ელექტორალური რღვევა, რადგან მათი ელექტორატი არის პროევროპელი და თავიანთი შვილებისთვის ევროპა უნდათ.