საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება
"რატომ არის ჯერ კიდევ რეანიმაცია გადატვირთული? ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ძველი შტამია და ე.წ. გახანგრძლივებული პროცესია", - აღნიშნავს ტაბიძე.
"ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში ორი კვირა ძალიან სერიოზული და რთული პრობლემებია, მით უმეტეს, რომ ბავშვები, ამ შემთხვევაში, ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან" - განაცხადა ტაბიძემ.
დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის შტამის - "ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.