მისი შეფასებით, მარგველაშვილის პოზიცია, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის განცხადებებთან და პოზიციებთან.
ნიკა ჩიტაძემ ყირიმის კონფერენციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად უნდა შეახსენოს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შესახებ.