ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ.
"მთავრობისგან ვითხოვთ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადადგას, რომ სვანეთის მცხოვრებლებმა მესტიის საავადმყოფოში შეძლონ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა" - აღნიშნულია მიმართვაში.