მისივე განმარტებით, მას ესმის თუ რატომ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლისას „პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეს არ იყო „დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი“.
"რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ რუსული ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით, ამაში ჩვენი როლი შევასრულოთ" - აცხადებს გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენელი.