თომას ჰენდლი წერილში ასევე, აღნიშნავდა, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ომის შესახებ სიმართლის თქმის ძალიან ეშინია".
"პუტინის სამხედრო მანქანა უკრაინულ პატრიოტიზმს წააწყდა, დაეცა და ჩამოიმსხვრა. მოწინააღმდეგე თქვენი სამშობლოს სიყვარულმა შეაჩერა. ეს უკრაინის დიდების ჟამია, რომელსაც მომავალი თაობები გაიხსენებენ" - განაცხადა ჯონსონმა.
ამ დრომდე დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი ფუნტი აქვს გამოყოფილი. ქვეყანამ უკრაინას 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, ასევე სხვა აღჭურვილობა და ფეთქებადი საგნები.