LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთი

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძეს და ლევან ვასაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა მათი სანქცირება რუსეთის სანქციების პაკეტის ფარგლებში მოახდინა.

იაგო ხვიჩია: „საქართველოში უკვე არ დარჩა უწყება, სადაც ერთი-ორი სანქცირებული თანამშრომელი არ არის. ამის პასუხად, „ოცნება“ სანქცირებულებს აწინაურებს – დღეს შეიძლება, სასაცილოდ ეჩვენებათ, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ამ სანქციებს გაარჩევენ“

„მაკლია ინფორმაცია არგუმენტაციასთან დაკავშირებით. შეიძლება, იყოს სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და შეიძლება, რუსეთთან კავშირი ან ნებისმიერი სხვა რამ, რის გამოც ეს ხდება“

ნინო წილოსანი: „კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას [ბრიტანეთს] სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!“

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პოლიტიკურ მიზანში“, წილოსანმა უპასუხა, რომ „კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“

„ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს“ – ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.