როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ.
ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ ლისიჩანსკიდან სევერსკის დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაიხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.
„უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ სამი თვის შემდეგ, რუსეთმა, სავარაუდოდ, განიცადა „მსგავსი დაღუპულთა რიცხვი“, როგორც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.“